ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საქართველო ESENIAS-ის წევრი გახდა

ახალი ამბები

2019 წლის სექტემბერში ზოოლოგიის ინსტიტუტის ჰიდრობიოლოგიისა და იქთიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ბელა ჯაფოშვილი და პარაზიტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ლალი მურვანიძე მივლინებით იმყოფებოდნენ სამხრეთ მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს ESENIAS (აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ინვაზიური სახეობების ქსელი) და DIAS (დუნაის რეგიონის ინვაზიური სახეობების ქსელი) კონფერენციისა და ESENIAS სემინარის შეხვედრაში.  

 კონფერენციაზე ბელა ჯაფოშვილი წარდგა მოხსნებით: First DNA-barcoding based records of new alien freshwater species in Georgia, ლალი მურვანიძე კი სასტენდო მოხსნებით: Ecological Peculiarities of Helminth Fauna of Invasive Carassius gibelio (Bloch, 1782) from Khanchali and Madatapa Lakes (Javakheti Wetlands, South Georgia).

ESENIAS სემინარზე ბელა ჯაფოშვილმა ასევე წაიკითხა მოხსენება საქართველოში ინვაზიურ სახეობებთან დაკავშირებით. სემინარზე კენჭი უყარეს საქართველოს როგორც წევრ-ქვეყნად  მიღებას ESENIAS ქსელში. 2018 წლიდან საქართველო მიწვეული ქვეყნის სტატუსით იყო გაერთიანებული ქსელში, ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან სრულუფლებიანი წევრი გახდა. http://bit.ly/34lGvrm

ინვაზიური უცხო სახეობები (Invasive Alien Species - IAS) განიხილება მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების მეორე უმსხვილეს საფრთხედ (ჰაბიტატის კარგვის შემდეგ) და მისი ეკონომიკური ღირებულება ყოველწლიურად აღემატება $ 300 მილიარდ აშშ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს კანონმდებლობის ინტენსიური განვითარება ინვაზიური სახეობების კონტროლის მიმართულებით, ახალი ინტროდუქციების შეზღუდვა ვერ ხერხდება. 

საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ინვაზიური სახეობაა გამოვლენილი. ზოგ შემთხვევებში, უცხო სახეობებმა მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადგილობრივ სახეობებზე და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰაბიტატების მოდიფიკაციაში.

ESENIAS მთავარ მიზნებია, IAS სახეობების ინვენტარიზცია, გავრცელების, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, ინვაზიის გზებისა და გავლენის შესწავლა, რისკების შეფასება და მენეჯმენტი, რეგულაციები, სახელმძღვანელო და სამეცნიერო რეფერენს ბიბლიოთეკა IAS შესახებ. ქსელში გაწევრიანება და პარტნიორობა ევროპის ქვეყნებთან მნიშვნელოვანია ინვაზიურ სახეობათა მონიტორინგის სისტემის გასავითარებლად, ერთობლივი კვლევების საწარმოებლად და ინვაზიური სახეობების შესახებ მონაცემთა ბაზების შესაქმნელად. 

ბანერები