ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების ანალიზი

ახალი ამბები

2017 წელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სამაგისტრო პროგრამებზე მიღების თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა.

2017 წელს უნივერსიტეტს 40-ზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე 1032 ვაკანტური ადგილი ჰქონდა. სულ შემოვიდა 4840 განაცხადი.

ყველაზე მაღალი კონკურსი იყო შემდეგ მიმართულებებზე:

  • სოციალური მუშაობა
  • საზოგადოებრივი ურთიერთობები
  • საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება
  • სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი
  • საკვები პროდუქტების მეცნიერება
  • სპეციალური განათლება
  • სოციოლოგია
  • ბიოფარმაცია
  • სისხლის სამართალი
  • პოლიტიკის მეცნიერება
 
რაც შეეხება კონკურსს ფაკულტეტების მიხედვით, ყველაზე მაღალი კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე აღინიშნა – 450 ვაკანტურ ადგილზე 2495 განაცხადი იყო შემოტანილი.
 
 

აპლიკანტების უმრავლესობას ბაკალავრიატის საფეხურის განათლება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში აქვს მიღებული:

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებს მაღალი შედეგების მქონე აპლიკანტები ირჩევენ. ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 200-200 აპლიკანტი ტესტების ტიპების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა უნივერსიტეტებში:

A ტიპის ტესტი საუკეთესო 200 აპლიკანტი

92 – ილიაუნი

108 – სხვა უნივერსიტეტი

B ტიპის ტესტი საუკეთესო 200 აპლიკანტი

53 – ილიაუნი

147 – სხვა უნივერსიტეტი

C ტიპის ტესტი – საუკეთესო 200 აპლიკანტი

101 – ილიაუნი

99 – სხვა უნივერსიტეტი


აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 9 აპლიკანტიდან (თითოეული ტიპის ტესტისთვის საუკეთესო 3 აპლიკანტი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა აირჩია 4-მა აპლიკანტმა.

ბანერები