ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო ონლაინკონფერენცია „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2020“

ახალი ამბები

თბილისის ამერიკული კუთხე აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2020“. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ახალგზარდა დიპლომატთა კავშირი და ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი. კონფერენცია ეძღვნება გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის 20 წლისთავს და მიზნად ისახავს ქალების როლის ზრდის ხელშეწყობას თავდაცვის სექტორში. 

ამ მიზნის მისაღწევად თბილისის ამერიკული კუთხე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს პლატფორმას, რაც მათ საშუალებას მისცემთ სიტყვით გამოვიდნენ მაღალი რანგის დიპლომატებსა და პროფესიონალებთან ერთად. საორგანიზაციო გუნდი შეარჩევს სიტყვით გამომსვლელებს შემდეგ თემებზე: 

  • ქალთა როლი სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის მოგვარებაში;
  • ქალები სამხედრო სამსახურში;ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში 20 წლის შემდეგ.


აღნიშნულ პანელებზე სიტყვით გამომსვლელთა აპლიკაციების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 2020 წლის 25 ნოემბრამდე. აპლიკაციების გამოგზავნა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, რომელთა ასაკიც არ აღემატება 25 წელს.

შერჩეულ მონაწილეებს მოამზადებენ საჯარო გამოსვლის დაწერაში. მათ საშუალება ექნებათ მოამზადონ ათწუთიანი სიტყვა/პრეზენტაცია სასურველი თემატიკის შესახებ პროფესიონალ ტრენერებთან ერთად. 

კონფერენცია გაიმართებაება 2020 წლის 11-13 დეკემბერს და მასში მონაწილეობას მიიღებენ:

  • დოქტორი როზარია პუგლისი – ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში;
  • თამარ ლილუაშვილი – საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში;
  • თამარ ლობჟანიძე – გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანალიტიკოსი;
  • დოქტორი რობერტ ფილიპსი – ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და გაეროს კლუბის აკადემიური ხელმძღვანელი. 


აპლიკაციის ბმული: https://cutt.ly/5gS4AfZ 
ოფიციალური განცხადების ბმული: https://cutt.ly/cgDFWOa 
თბილისის ამერიკული კუთხის ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/AmericanCornerTbilisi

თბილისის ამერიკული კუთხე აშშ-ის საელჩოსთან აფილირებული დაწესებულებაა, რომელიც 2006 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „ამერიკული სივრცეების“ პროექტის ფარგლებში დაარსდა. აშშ-ის მთავრობის საჯარო დიპლომატიის პრიორიტეტების გათვალისწინებით თბილისის ამერიკული კუთხე მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მეშვეობით გააღრმაოს პარტნიორული კავშირი აშშ-სა და საქართველოს შორის.
 „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებ“ ერთ-ერთი ასეთ პროექტთაგანია.

ბანერები