ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთი და დასავლეთი: ლინგვისტური, კულტურული და ისტორიული ურთიერთობები“

ახალი ამბები

კონფერენცია ეძღვნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯომარისა და ყოფილი დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, ევროპის ლინგვისტური საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტის, მსოფლიოს არაერთი წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადებიდან 90-ე წლისთავს.

კონფერენციის თემატიკა:

  • ინდოევროპული ლინგვისტიკა;

  • ძველი ენები და დამწერლობები;

  • თეორიული ლინგვისტიკა;

  • აღმოსავლურ-დასავლური ენობრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი;

  • კულტურა და კულტურული ურთიერთობები;

  • აღმოსავლეთ-დასავლეთის ისტორიული ურთიერთობები;

  • ქართველოლოგია;

  • საქართველოს ადგილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებში;

  • პოლიტიკა.

კონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 12-15 დეკემბერს.

მოხსენებების აბსტრაქტები (250-300 სიტყვა) მიიღება 2019 წლის 15 სექტემბრამდე. გადაწყვეტილება მოხსენების კონფერენციის პროგრამაში ჩართვის შესახებ ავტორებს ეცნობებათ 2019 წლის 30 სექტემბრამდე.

აბსტრაქტები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელმისამართებზე:

giorgi.sanikidze@iliauni.edu.ge 

tamar.mosiashvili@iliauni.edu.ge

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

ბანერები