ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო ბაზების მონაცემები აჩვენებს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევის ხარისხი მკვეთრად უმჯობესდება

ახალი ამბები

Thomson Reuters-ის Web of Science წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ავტორიტეტულ ბაზას, რომელიც თავს უყრის მსოფლიოში მნიშვნელოვან სამეცნიერო პუბლიკაციებს და ახდენს მათ დეტალურსა და ზუსტ ინდექსირებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის მისი ერთადერთი ავტორიზებული მომხმარებელი საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას მსოფლიოს წამყვან, 12,000 მაღალ იმპაქტფაქტორიან ჟურნალზე, ღია წვდომის ჟურნალსა და 150,000 კონფერენციის მასალაზე თავისი სტუდენტებისთვის, პროფესორებისა და მკვლევრებისათვის.

ThomsonReuters-ის ბაზის მონაცემების* ანალიზის შედეგად, გამოვლინდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი ტენდენციები:

  • 2006-2014 წლებში სამეცნიერო პუბლიკაციებისა და ციტირებების სტაბილურად მზარდი დინამიკა;
  • 2014 წელი ყველაზე წარმატებულია გამოქვეყნებებისა და ციტირებების რაოდენობის თვალსაზრისით, რომელთა ზრდამ 50%-მდე შეადგინა წინა წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით;
  • 2015 წლის პირველ ხუთ თვეში გამოქვეყნებების რაოდენობა აღემატება 2014 წლის ამავე პერიოდის გამოქვეყნებების რაოდენობას 33%-ით;
  • 2006-2014 წლებში ციტირებების წლიური ზრდის დინამიკა ბევრად უფრო მკვეთრია პუბლიკაციების რაოდენობასთან შედარებით.

გამორჩეულად მაღალი ხარისხის კვლევების წარმოების ხელშეწყობის და კვლევით პროცესებში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესდა პასკალის პრემია. ამ დროისათვის უნივერსიტეტმა გასცა პრემია რვა პუბლიკაციაზე, რომელთა ავტორები არიან როგორც დოქტორანტები, ასევე მკვლევრები.

(*Thomson Reuter-ის ბაზაში მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფილის კონსოლიდაცია. ბაზის ვებგვერდზე კონსოლიდაციის შედეგების ასახვის შემდეგ მოხდება მონაცემების განახლება).

ბანერები