ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსის მიღება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და USAID საქართველოს ერთობლივი ძალისხმევითა და USAID/HICD 2020-ის ტექნიკური მხარდაჭერით 9 ოქტომბერს "საზოგადოებრივი აზრის ობიექტური გამოკითხვა, საქართველოში მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებული და დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის“ მიძღვნილი დასკვნითი ფორუმი გაიმართა.

ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოში მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე მონაწილე ორგანიზაციებმა მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციების პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსი მიიღეს.

განხილვაში მონაწილეობას მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ კლეარ ოლბლესმა, USAID საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა, AAPOR და WAPOR ყოფილმა პრეზიდენტმა, პროფესორმა მაიკლ ტრაუგოტმა და AAPOR ყოფილმა პრეზიდენტმა, პროფესორმა პიტერ მილერმა, ასევე კვლევითი ორგანიზაციებმა, მკვლევრებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

ბანერები