ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

POLUS ახალგაზრდთა ლიდერთა ბანაკი

ახალი ამბები

საგარეო პოლიტიკის საბჭო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ერთად, ქართველი ახალგაზრდა ლიდერებისათვის ორგანიზებას უწევს POLUS პროექტს.

პროექტი მიზნად ისახავს პოლონეთის საგარეო, ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქართულ-პოლონური ურთიერთობების გაღრმავებას. 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პოლიტიკის, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (20-35 წლის).

7 მარტიდან 25 აპრილამდე პერიოდში, ქართველი და პოლონელი მკვლევრები, პროფესორები და დიპლომატები გამართავენ ლექციებსა და სემინარებს პოლონეთის ეკონომიკური და დემოკრატიული გარდაქმნისა და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ. ამასთან, მაისის დასაწყისში, პროექტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ 1-კვირიანი ვიზიტი ვარშავისა და კრაკოვის სახელმწიფო, აკადემიურ და კვლევით ინსტიტუტებში.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 20 კანდიდატი შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

  • რეზიუმე  (EUROPASS ფორმატში)

  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 400 სიტყვა)

  • ცნობა აქტიური სტატუსის შესახებ უნივერსიტეტიდან/სამუშაო ცნობა

ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს 2020 წლის 5 მარტამდე შემდეგ მისამართზე: foreignpolicycouncil@aol.com.

გთხოვთ, წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითოთ: POLUS for Young Leaders 2020.

ბანერები