ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პირველკურსელთა რეგისტრაცია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართებზე:

  • ბიზნესის,  ტექნოლოგიისა  და  განათლების  ფაკულტეტი  -  ქ.  ჩოლოყაშვილის  გამზირი  3/5, ოთახი  E207, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი - ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A306, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • სამართლის სკოლა - ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A409 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი - მ.თამარაშვილის ქ .N4, ოთახი H103 (H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5 ეზოდან), ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
დ) 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

ბანერები