ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პირველად ჩვენს უნივერსიტეტში: ჯაზის და პოპულარული მუსიკის კონცერტი

3ამ წლის 22 ივნისს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დიდი წარმატებით ჩაიარა ჯაზის და პოპულარული მუსიკის საღამომ. საღამო ჩვენი უნივერსიტეტის ახალი მუსიკის ცენტრის დაარსების აღნიშვნას და სტუდენტებში ჯაზის მაღალი ხელოვნების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

კონცერტში მონაწილეობდა მთელი რიგი ქართველი ჯაზ-მუსიკოსებისა 12-13 წლის ასაკიდან გამოცდილ პროფესიონალებამდე. კონცერტში წარმოდგენილი იყვნენ ჯგუფები «JT», «Groovers», «Con-Fusion», ვოკალური კვინტეტი «Inten», და თბილისის სამუსიკო კოლეჯის ანსამბლი; ასევე სოლისტები ირინე ებრალიძე, ირაკლი კვანჭიანი, ვაჟა მანია და სხვები.

კონცერტის პროგრამა მეტად მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა როგორც ჯაზის კლასიკას, ასევე ორიგინალურ კომპოზიციებს. პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იყო ქართული ქალაქური ფოლკლორის ჯაზური ინტერპრეტაცია, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

საღამო დასრულდა ჯამ-სეიშენით, რომელსაც შეუერთდნენ დარბაზში მყოფი მუსიკოსებიც, მათ შორის კომპოზიტორი და ჯაზ-საქსაფონისტი რეზო კიკნაძე. რეზო კიკნაძე და ირინე ებრალიძე მუსიკის ცენტრის წამყვანი ლექტორები არიან.
2
კონცერტის ატმოსფერო ძალიან არაფორმალური და თავისუფალი იყო, და აუდიტორია აშკარად ჟანრში გათვითცნობიერებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის მუსიკის ცენტრის შესახებ გთხოვთ მიმართოთ მის დირექტორს, მარინა ადამიას, შემდეგ მისამართზე: m.adamia@iliauni.edu.ge

 

ბანერები