ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა ილიაუნის MBA პროგრამის სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

2017-2018 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო  პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ერთი სემესტრი გაატარონ ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ავსტრია) და სწავლის დასრულების შემდეგ მიიღონ დიპლომი და კვალიფიკაცია ორივე უნივერსიტეტისგან.

ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი ერთ-ერთი წარმატებული ავსტრიული სასწავლებელია, რომელსაც თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდების სწორი შერწყმის შედეგად კურსდამთავრებულთა დასაქმების 99 %-იანი მაჩვენებელი აქვს. ილიაუნის MBA პროგრამის პარტნიორი საერთაშორისო ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა ინტერკულტურული პერსპექტივითა და განსაკუთრებული ფოკუსით კვლევებსა და ინოვაციებზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროგრამაში ჩაერთვებიან მარკეტინგისა და მომხმარებელთან ურთიერთობების სპეციალიზაციით.

თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ორმაგ კვალიფიკაციას და, შესაბამისად, ორ დიპლომს:

  • “Master of Business Administration” –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან
  • "Master of Arts in International Business” –  ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტისგან

ორმაგი კვალიფიკაციის მიღების წინაპირობები:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:

  • ირიცხებოდეს ინგლისურენოვანი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და იყოს პირველი სემესტრის სტუდენტი
  • ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს და დაგროვებული ჰქონდეს კრედიტები შემდეგ სასწავლო დარგებში:
    • მენეჯმენტი/ბიზნესის ადმინისტრირება /ეკონომიკა (14 ECTS);
    • იურიდიული/სამართლის მეცნიერებები (6 ECTS);
    • ინგლისური ენა (8 ECTS Advanced English) ან ინგლისური ენის სერტიფიკატი (C1).
  • ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გაატაროს სწავლის მეორე სემესტრი და დააგროვოს 
  • 27 კრედიტი, რაც აღიარებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიერ „ბიზნესის ადმინისტრირების“ სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნათა დაკმაყოფილებად;
  • გაიაროს ორი საერთაშორისო კომუნიკაციის კურსი (9 ECTS), მათ შორის, ერთი ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ხოლო ერთი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.*

*შენიშვნა: ზემოაღნიშნული საერთაშორისო კომუნიკაციის კურსები არ შედის პროგრამულ 120 კრედიტში და განსაზღვრულია როგორც კურიკულუმს გარეთ შეთავაზებული სასწავლო კომპონენტები. თუმცა მათი გავლა სავალდებულოა ორმაგი კვალიფიკაციის მისაღებად.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ  ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ინგლისურენოვანი კურიკულუმი ან დაუკავშირდით ბიზნესის სკოლას. 

ბანერები