ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ონლაინგამოცემა On.ge-ს კონკურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

კონკურსები

ონლაინგამოცემა On.ge ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის. 

თუ ხარ ცნობისმოყვარე, კარგად იცი ინგლისური და ქართული ენები, გიყვარს უცხოური გამოცემების კითხვა და ხშირად გიფიქრია იმაზე, რა კარგი იქნებოდა, ესა თუ ის სტატია ქართულადაც რომ იყოს ნათარგმნი, მაშინ ამ კონკურსში აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობა.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 25-30 სტუდენტი, რომლებიც 6 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქციაში.
შერჩეულ სტუდენტებს დაევალებათ კვირაში ორი ინგლისურენოვანი ანალიტიკური სტატიის თარგმნა ქართულ ენაზე და მათი ადაპტირება ქართველი მკითხველისათვის.
პროექტში მონაწილეობისთვის ჟურნალისტური გამოცდილების ან უნარების ქონა აუცილებელი არ არის.

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში?
კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები:

  • მონაწილეობას მიიღებენ ერთკვირიან ვორკშოპში, რომლის დროსაც მოწვეული სპიკერები სტუდენტებს წერის უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარებიან; 
  • გაივლიან 6-თვიან სტაჟირებას ონლაინგამოცემა on.ge-ს რედაქციაში – შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას და შეძლებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში; 
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ გაემგზავრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევით-სამეცნიერო ბაზაზე და მონაწილეობას მიიღებენ თემატურ ბანაკში; 
  • მიიღებენ ონლაინგამოცემა on.ge-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატს; 
  • პროექტის მონაწილე 5 საუკეთესო სტუდენტი სტაჟირების ბოლო 3 თვის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს სტიპენდიას თვეში 300 ლარის ოდენობით.

რა იქნება ჩემი ფუნქციები და მოვალეობები პროექტის ფარგლებში?

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და On.ge-ის მიერ ერთობლივად დაგეგმილ სემინარებსა და საჯარო ლექციებზე დასწრება;
  • სათარგმნი სტატიების მოძიება;
  • სხვადასხვა თემატიკის მოცულობითი სტატიების თარგმნა ინგლისური ენიდან ქართულზე;
  • ნათარგმნი სტატიის მორგება ქართულ რეალობაზე და მათი ადაპტირება ქართველი მკითხველისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში ცალკეული სტატიისთვის დამატებითი ინფორმაციის მოძიება;
  • რედაქტორისგან მიღებულ შენიშვნებზე მუშაობა და კომენტარების გათვალისწინება.


როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 10 თებერვლამდე შეასრულო საკონკურსო დავალება და ატვირთო სააპლიკაციო ფორმაში ბმულზე: https://bit.ly/2FQtU79

საკონკურსო დავალება

  • ვოქსის სტატიაში მიმოხილულია გასული წლის 10 მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოვლენა. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი 4 მოვლენა და თარგმნეთ ქართულად; 
  • ასევე დამოუკიდებლად მოიძიეთ გასული წლის ის სამეცნიერო მოვლენა, რომელიც არ არის მოცემული ვოქსის სტატიაში, მაგრამ, თქვენი აზრით, თავისი მნიშვნელობით სიაში ყოფნას იმსახურებს და ისე აღწერეთ, რომ ნათარგმნ 4 მოვლენას ბუნებრივად გადაებას ვორდის ფაილი, რომელშიც ხუთივე მოვლენას გააერთიანებთ;

ვორდის ფაილს, რომელშიც 5-ვე მოვლენას გააერთიანებთ, დაარქვით სახელი შემდეგი პრინციპით - თქვენი სახელი და გვარი, საკონკურსო დავალება.

აპლიკაციის შესრულებისა და დავალების გამოგზავნის ბოლო ვადა: 10 თებერვალი
აპლიკაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2FQtU79

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით თებერვლის ბოლოს.

გისურვებთ წარმატებას!


დამატებითი ინფორმაციისთვის

k.chartolani@on.ge
pr@iliauni.edu.ge

ბანერები