ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ნუცა მახვილაძის სახელობის დებატების ეროვნული ტურნირის გამარჯვებულების დაჯილდოება

ახალი ამბები

დასრულდა ნუცა მახვილაძის სახელობის ეროვნული ტურნირი დებატებში, რომელმაც 5 მაისს აიღო სტარტი და ერთ კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან 100-მდე მოსწავლემ მიიღო. ისინი ერთმანეთს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებაზე ეკამათებოდნენ.

ტურნირის წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია 13 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა. 

პროექტის ორგანიზატორი იყო საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი, ხოლო პარტნიორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მწვანე სკოლა.

ბანერები