ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

NASA International Space App Challenge – გლობალური ჰაკათონი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში

ახალი ამბები

პირველად საქართველოში 19-21 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გაიმართება გლობალური 48-საათიანი ჰაკათონი  –  NASA International Space App Challenge.

ჰაკათონი საქართველოში ტარდება თბილისის სტარტაპბიუროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ორგანიზებით.

NASA International Space App Challenge არის ყველაზე დიდი ჰაკათონი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება და დედამიწასა და კოსმოსში არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს.  

ჰაკათონის ფარგლებში შექმნილ საუკეთესო პროექტებს ორგანიზატორები წარადგენენ საერთაშორისო ჯილდოზე.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს  ­– მეცნიერს, დიზაინერს, გამომგონებელს, მშენებელს, კოდერს, ტექნოლოგს და სხვ.

ჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭიროა გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 16 ოქტომბრისა.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://2018.spaceappschallenge.org/locations/abastumani/

რეგისტრაციის დასრულების შემდგომ შევარჩევთ მონაწილეებს და მათ დავუკავშირდებით არაუგვიანეს ამა წლის 17 ოქტომბრისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის

sandro.kandelaki@iliauni.edu.ge

598 62 10 20

ბანერები