ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ნარატივდიზაინის პრაქტიკული კურსი უნილაბისგან

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას პროექტის ილიაუნი+ ფარგლებში მოიპოვოთ დაფინანსება უნივერსიტეტისგან და გაიაროთ კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივდიზაინის პრაქტიკული კურსი.   


კურსის აღწერა

სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning) პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით.  14 ლექციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იმუშავებთ რეალურ პროექტებზე. რეალურ პროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციებს ლექტორები გაგიწევენ.  

  • კურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი ხელმისაწვდომია ბმულზე:   https://bit.ly/3moaN5L  

ვინ მასწავლის?

მარიამ გოჩიაშვილი

მარიამ გოჩიაშვილი - ნარატივდიზაინის კურსის ლექტორი და ავტორი. პროფესიით ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. მან თავისი პროფესიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა ნარატივდიზაინერის საქმიანობაში დაინახა და ამ სფეროში მოღვაწეობს ბოლო ოთხი წელია.
დღესდღეობით მუშაობს ‘უნილაბში”, კომპანიაში “ანიმა ჩეთბოტიქსი”, “განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსა” და Utify-ში.

თამთა პაპუკაშვილი

ნარატივდიზაინის სპეციალისტი. მუშაობს განათლების სამინისტროში ნარატივდიზაინერის პოზიციაზე და ანიმა ჩეთბოტიქსში ასევე ნარატივდიზაინის პოზიციაზე. დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით. დამატებითი სპეციალობა სოცმედია მარკეტინგი.


როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2020 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მოცემული სატესტო დავალება.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cutt.ly/5gQU3iK

ბანერები