ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მერიის სტიპენდია მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის

ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს პროგრამას „წარმატებული სტუდენტების წახალისება“, რომლის მიზანია წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიის დანიშვნა. 

სტიპენდიის მიღების კრიტერიუმი გაწერილია შესაბამისი დებულების (სტიპენდიის გაცემის წესი) მე-4 მუხლში:

1. სტიპენდია შეიძლება გაიცეს იმ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

        ა) განცხადების შემოტანის მომენტისთვის, მინიმუმ ბოლო სამი თვის განმავლობაში, რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

        ბ) არის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

        გ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (კატეგორია – ფრიადი);

        დ) აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი.

2. თითოეულ უნივერსიტეტს უფლება აქვს წარმოადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისი სტუდენტების საერთო რაოდენობის 30%. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარმატებულ სტუდენტთა რაოდენობა 50-ზე ნაკლებია, მაშინ უნივერსიტეტმა უნდა წარმოადგინოს საერთო რაოდენობის 50%, ხოლო იმ უნივერსიტეტზე, რომელშიც წარმატებულ სტუდენტთა რაოდენობა 10 და ნაკლებია, კვოტირების სისტემა არ ვრცელდება.

გთხოვთ, თუ ბოლო სამი თვის განმავლობაში შეიცვალეთ საცხოვრებელი მისამართი და რეგისტრირებული ხართ თბილისში, გადაამოწმოთ, არგუსზე მითითებულ მისამართს რამდენად ემთხვევა თქვენი ამჟამინდელი რეგისტრაციის მისამართი. 

შენიშვნა: 

თუ მისამართები განსხვავდება, დაწერეთ განცხადება არგუსის საშუალებით რეგისტრაციის მისამართის ცვლილებასთან დაკავშირებით თავისუფალი ბლანკით. 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები