ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები

ახალი ამბები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგებს.

გაცნობეთ,  რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგნმანათლებლო პროგრამებზე მისაღები რაოდენობები ცხადდება შემდეგნაირად:

 მიმართულება უფასო ადგილები  ადგილები თვითდაფინანსებით (ფასიანი)
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური) 13 

მათემატიკა (საბაზო და
საშუალო საფეხური)

9  2
ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური) 12  3
სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური) 12  5
გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური) 7  2
ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური) 11  4
ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) 5  0
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) 13  5
გერმანული ენა(დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) 8  2

რუსული ენა (დაწყებითი, 7 3 საბაზო და საშუალო საფეხური) რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)

7 3

ქართული, როგორც მეორე
ენა (დაწყებითი, საბაზო და
საშუალო საფეხური);

11 7

მუსიკა

8 2

სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნება

14 6
დაწყებითი განათლება  0 30


აპლიკანტებმა საპრეტენზიო განაცხადი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ უნდა გადმოაგზავნონ ელ. მისამართზე bte@iliauni.edu.ge 2020 წლის 24 სექტემბერს 18:00 საათამდე. საპრეტენზიო განაცხადის ნიმუში:
სააპელაციო პროცედურები

სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა შედგება 2020 წლის 26 სექტემბერს.
პროგრამების მიხედვით სააპელაციო გასაუბრებების განრიგის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2020 წლის 25 სექტემბერს, ამავე დღეს აპლიკანტებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელ-ფოსტებზე გამოცდაზე შესასვლელი ბმული.

შედეგების გამოცხადება

აპლიკანტთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2020 წლის 28 სექტემბერს.

ხელშეკრულებების გაფორმება

აპლიკანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და, რეიტინგული სიის მიხედვით, მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულება გაფორმდება ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად:
ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2020 წლის 29 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე.

ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2020 წლის 30 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკის შესახებ (ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით) განთავსდება ვებგვერდზე რეიტინგული სიების გამოქვეყნების პარალელურად.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები