ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ლიტვის აკადემიური გაცვლის მხარდაჭერის ფონდი აცხადებს აპლიკაციების მიღებას მოკლევადიან სტიპენდიებზე 2020/21 აკადემიური წლისათვის

ახალი ამბები

ლიტვის აკადემიური გაცვლის მხარდაჭერის ფონდი აცხადებს აპლიკაციების მიღებას მოკლევადიან სტიპენდიებზე 2020/21 აკადემიური წლისათვის. 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ორი ტიპის მობილობის განხორციელება:

  • მოკლევადიანი (1 ან 2 სემესტრი) სასწავლო ვიზიტები ლიტვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 

უნივერსიტეტების ჩამონათვალი და სასწავლო პროგრამების სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://studyin.lt/

ლიტვის პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხ. ბმულზე

  • მოკლევადიანი (1 ან 2 სემესტრი) ვიზიტები ლიტვის კვლევების მიმართულებით

ლიტვური ფილოლოგიის პროგრამების მოსაძიებლად გამოიყენეთ პლატფორმა AIKOS

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც

  1. მოპოვებული აქვთ ოფიციალური თანხმობა მიღების შესახებ შერჩეული ლიტვური უნივერსიტეტისგან

  2. აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში

  3. ფლობენ მინ. B2 დონეს შერჩეული პროგრამის სასწავლო ენაში

პროგრამა ფარავს სასწავლო ხარჯებს და უზრუნველყოფს სტუდენტს ყოველთვიური სტიპენდიით.

სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად, კონკურსის პერიოდში უნდა წარადგინოთ ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება; მასპინძელი უნივერსიტეტიდან თანხმობის მიღების შემდეგ გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტი დასამოწმებლად გამოგვიგზავნოთ საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge

გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტის მომზადებას ესაჭიროება 3-5 სამუშაო დღე. 

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://studyin.lt/scholarships/short-term-studies/

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 აპრილი. 

ლიტვის მოკლევადიანი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ მობილობა პარტნიორ მიკოლას რომერის უნივერსიტეტში: 

https://www.mruni.eu/en/prospective_students/erasmus/

ბანერები