ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კომპანია „ეისითის" სტიპენდიებით ილიაუნის წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან

ღონისძიებები

16 მაისს, 10:00 საათზე, „ეისითისა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ეისითის" სტიპენდიით დაჯილდოვდებიან ილიაუნის ბიზნესის სკოლის საზოგადოებრივი ურთიერთობისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულებების ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები. სტუდენტებს სტიპენდიებით დააჯილდოებს კომპანია „ეისითის" დამფუძნებელი თინათინ რუხაძე. შეხვედრას დაესწრებიან ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი გიორგი გვალია. 

დრო: 16 მაისი, 10:00 საათი 

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

 

ბანერები