ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ევროკავშირის კინოფესტივალი 2015

ახალი ამბები

20 თებერვალს ევროკავშირის ინიციატივით, საქართველოში ევროკავშირის კინოფესტივალი 2015 იწყება. ფესტივალის მიზანია, კინოხელოვნების გზით ევროპული კულტურის მრავალფეროვნებისა და ძირითადი ღირებულებების გაცნობა, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

კინოფესტივალს, საქართველოს კინოთეატრების გარდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც უმასპინძლებს. კინოჩვენებები მოეწყობა 23-26 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. №32). წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფილმები:

  • 23 თებერვალი - ფრანგული ანიმაციები (საფრანგეთი)
  • 24 თებერვალი - მოკლემეტრაჟიანი ფილმები (პორტუგალია)
  • 25 თებერვალი - სამოთხის კიდე (გერმანია)
  • 26 თებერვალი - ვიქტორია (ბულგარეთი)

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.eufilm.ge.

კინოპროგრამა სრულად იხილეთ აქ.

კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები