ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

იწყება ერთობლივი სადოქტორო პროგრამა გიოტინგენის უნივერსიტეტთან

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სიამაყით აცხადებს, რომ დაარსდა მისი საერთაშორისო სადოქტორო სკოლა, რომლის მისიაც არის მაღალხარისხოვანი და აკადემიურად დამოუკიდებელი ერთიანი სტრუქტურული სადოქტორო განათლების ეფექტური მხარდაჭერა და ხელშეწყობა. სტრუქტურული ელემენტების, ხარისხის კონტროლისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპის საფუძველზე იგეგმება, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ერთეული გახდეს „ქოლგა“ სადოქტორო სკოლა საერთო საშუალებებითა და ინსტრუმენტებით ყველა ფაკულტეტისთვის. საერთაშორისო სადოქტორო სკოლა იქნება რა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და მობილობაზე ძლიერ ორიენტირებული, მსურველებს შესთავაზებს ორმაგ სადოქტორო პროექტებს (Cotutelle-based Ph.D. projects), რომელთა საშუალებითაც ისინი მიიღებენ ორმაგ და რამდენიმე ხარისხსაც კი. საერთაშორისო სადოქტორო სკოლა იქნება სრულყოფილი სადოქტორო განათლების სიმბოლო, რომელიც ქართულ სადოქტორო პროგრამებს კონკურენტულს გახდის საერთაშორისო ბაზარზე დოქტორანტებისთვის ინკლუზიური, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო აკადემიური კულტურისა და კვლევითი გარემოს უზრუნველყოფით.

საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დაარსებასთან ერთად 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყება Lehmann-Haupt-ის სადოქტორო პროგრამაც – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი. ოთხწლიანი პროგრამა გამიზნულია სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში მოღვაწე 12 დოქტორანტზე და ითვალისწინებს Cotutelle-ზე დაფუძნებულ ზედამხედველობასა და ორივე უნივერსიტეტის ორმაგი სადოქტორო ხარისხის გაცემას პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში. სხვა კომპონენტები მოიცავს დისციპლინური და ინტერდისციპლინური უნარების ტრენინგსა და კვლევით ვიზიტს გიოტინგენის უნივერსიტეტში. ფოლკსვაგენის ფონდისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება შესაძლებელს ხდის თორმეტივე დოქტორანტზე ინდივიდუალური სტიპენდიის გაცემას მთელი პროგრამის მანძილზე. სლოგანის „სტრუქტურირებული განათლება – ხარისხის უზრუნველყოფა – ფიქრის თავისუფლება“ თანახმად, პროგრამა მშვენივრად ექცევა საერთაშორისო განათლების სკოლის ჩარჩოებში და იმის მიერ განხორციელებული პირველი მთავარი აქტივობა იქნება.

აპლიკაციების მიღების ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდება 2018 წლის დასაწყისში.

საერთაშორისო განათლების სკოლისა და Lehmann-Haupt-ის სადოქტორო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორია დოქტორი მარტინ ფიაზინა. 

ბანერები