ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნისა და იაგელონიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალი ამბები

15 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაგელონიის უნივერსიტეტს (კრაკოვი, პოლონეთი) შორის.

ეს ორი უნივერსიტეტი, მრავალი წელია, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამისა (IMRCEES) და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, წარმატებით თანამშრომლობს.

ხელმოწერილი შეთანხმება ხელს შუწყობს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა მრავალმხრივი მიმართულებით, მათ შორის, ერთობლივი კვლევებისა და სასწავლო პროგრამების, ასევე, სტუდენტთა გაცვლის მიზნით ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა თუ ბიზნესის სფეროებში.

ბანერები