ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა მეცნიერებისათვის ახალი ბუგრების გვარი და 3 სახეობა აღწერა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა და ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა შალვა ბარჯაძემ პოლონელ კოლეგებსა – მარიუშ კანტურსკისთან, კარინა ვიჩორეკთან –  და  ამერიკელ ენდი ჯენსენთან ერთად ჩაატარა ბუგრების გვარის,  Myzaphis-ის რევიზია. მარიუშ კანტურსკისთან ერთად  მეცნიერებისათვის ახალი  ბუგრების გვარი Richardsaphis gen. nov. Kanturski & Barjadze  (აშშ-დან და კანადიდან) და ახალი 3 სახეობა აღწერა, ესენია:  Moezdemirae Kanturski & Barjadze sp. nov. და Mtuatayae Kanturski & Barjadze sp. nov. თურქეთიდან, ხოლო Mrezwanii Kanturski & Barjadze sp. nov. ირანიდან.

სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში PLOS ONE:  http://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0193775

 

ბანერები