ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასა და IFES-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ახალი ამბები

27 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო წარმომადგენლობას (IFES) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობას, გაძლიერებასა და სტუდენტების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების აკადემიური პროგრამების განვითარების საკითხებზე. 

ბანერები