ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული არჩილ ქიქოძე გახდა

ახალი ამბები

5 ივნისს ილიაუნის წიგნის  სახლში „ლიგამუსი"​ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი გამოვლინდა. კონკურსის გამარჯვებული გახდა არჩილ  ქიქოძე რომანით „სამხრეთული სპილო“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“), რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდა.

წელს კონკურსზე წარდგენილი იყო 12 ქართული რომანი. მათგან საუკეთესო  შეარჩია ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისგან შემდგარმა ჟიურიმ. 

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი დაარსდა  2010 წელს. პრემია 2014 წლამდე ხუთ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრემია მიიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), 2011 წელს –  ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“). 2015 წელს ილიაუნის პრემია გადაეცა ნანა ექვთიმიშვილს (რომანისათვის „მსხლების მინდორი“).

 

ბანერები