ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წარდგენილი რომანების ჩამონათვალი ცნობილია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება დასრულდა. 

კონკურსი 2017 წლის საუკეთესო ქართული რომანის გამოვლენას ისახავს მიზნად. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2017 წელს. განსახილველად შემოვიდა 20 რომანი. მათგან საუკეთესოს ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი ჟიური შეარჩევს. ჟიურის შემადგენლობა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ისტორია და მონაწილეობის პირობების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://goo.gl/Jfc8AT

განსახილველი რომანების სრული სია

  რომანის სათაური  ავტორი გამომცემლობა
       
1 „მცირე() თავგადასავალი“ გიორგი შერვაშიძე გამომცემლობა „ინტელექტი“
2 „გროსმაისტერი“ სოფო არდია გამომცემლობა „ინტელექტი“
3 „მატერიკონი'' თამარ თანდაშვილი  გამომცემლობა ,,სიესტა''
4 ''MOX'' დავით სამნიაშვილი  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
5 „ანას მომენტი“ მარი ბექაური ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
6 „ზორო“ ლაშა იმედაშვილი  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 
7 „პატარა ქვეყანა“ ლაშა ბუღაძე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 
8 „საღეჭი განთიადი უშაქროდ“ ზურაბ ჯიშკარიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 
9 „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ ია კარგარეთელი პალიტრა L
10 „რაფლეზია“ ელის დოჯსონი პალიტრა L
11 „შემოვალ ეტლით“ შორენა ხუხუა პალიტრა L
12 „აღიარება ხელისგულზე“ თათული ღვინიანიძე პალიტრა L
13 „ზამთრის ზღვა“ გაგა ნახუცრიშვილი გამომცემლობა „ინტელექტი“
14 „ქანაანის შვილები“ გაბრიელ ტანიე გამომცემლობა „ინტელექტი“
15 Vita Brevis. გამოცხადებამდე“ ბაკურ გაბუნია გამომცემლობა „ინტელექტი“
16 „ფსიქოტროპული ფოიევერკი“ ბესო პაპასქუა გამომცემლობა „ინტელექტი“
18 „გლდანი“ გურამ მაცხონაშვილი გამომცემლობა „წიგნები ბათუმში"
19 „დაშლა“ დავით გაბუნია გამომცემლობა „წიგნები ბათუმში"
20 „ბაყაყები“ შოუ ბაბუხადია გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
ბანერები