ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს

ახალი ამბები

ახალი კორონავირუსის ინფექციით (COVID-19) შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

გექნებათ შესაძლებლობა, ცენტრის სპეციალისტებისგან მიიღოთ ფსიქოლოგიური კონსულტაცია ისეთ გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: შფოთვა, დაქვეითებული გუნება-განწყობილება, სხვადასხვა შიში, ურთიერთობების პრობლემები, სტრესის შედეგად განვითარებულ მდგომარეობა და ა.შ. კონსულტაცია წარიმართება ZOOM-ის მეშვეობით.

სერვისით სარგებლობისთვის გთხოვთ მოგვმართოთ მეილზე: ispcc@iliauni.edu.ge

ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: 511 13 99 90; 511 13 99 91; 511 13 99 92; 511 13 99 94

ამასთან, იმის გამო, რომ კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებას თან ახლავს დიდი სტრესი, მაღალი შფოთვა და, ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავება, ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება გააფართოოს საქმიანობის ბადე.

ცენტრის ფეისბუქის გვერდზე დროდადრო მიიღებთ ინფორმაციას და მასალას სტრესის მართვის, შფოთვის, დეპრესიის, უძილობის თუ სხვა პრობლემების სამართავად.

გვერდი ხელმისაწვდომია ბმულზე: shorturl.at/lozA0

ბანერები