ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის დებატების კლუბი იწყებს ახალი წევრების მიღებას

ახალი ამბები

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დებატების კლუბი. ასეთი კლუბები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტში არსებობს. კლუბის პოპულარობას ხელს უწყობს მისი თამაშის ფორმა, რომელიც სტუდენტებს ახალი, სამომავლო კარიერისათვის მნიშვნელოვანი უნარ–ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. ფორმალური დებატების შესწავლის ძირითადი პრივილეგიებია პრეზენტაბელურობის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, დროის მენეჯმენტის, ოპონენტის პატივისცემის, კვლევის წარმოების, აქტიური მოსმენის უნარების განვითარება.

კლუბის ფუნქციები და მოვალეობები:

  • კლუბის მუდმივი წევრების ჩართვა დებატების საუნივერსიტეტო და რესპუბლიკურ ტურნირებში;
  • ექსპერტებთან შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა აქტუალურ თემებზე;
  • დებატების კლუბის აქტიური წევრების ჩართვა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიმდინარე პროექტებში, კერძოდ, სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში;
  • კლუბის გამოცდილი, აქტიური წევრების მსაჯის ფუნქციით ჩართვა დებატებში;
  • დებატების კლუბის წევრებისთვის სასერტიფიკატო გამოცდების ჩატარება და მათი სერტიფიცირება;
  • გასვლითი სკოლების ორგანიზება;
  • დებატების საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ორგანიზება.

კონკურსის წესით შერჩეული კლუბის მუდმივი წევრები გაივლიან დებატების კლუბის სრულ პროგრამას და მიიღებენ სერტიფიკატს.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • საკმარისია, იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის (ნებისმიერი პროგრამის) სტუდენტი;
  • შეავსო ელექტრონული აპლიკაცია არაუგვიანეს 2018 წლის 23 მარტისა.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ კონკურსი და გახდეთ დებატების კლუბის წევრი, გვეწვიეთ ილიაუნის დებატების კლუბის საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება

  • 2018 წლის 20 მარტს, 15:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში
  • 2018 წლის 21 მარტს,  15:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში

საკონტაქტო პირი: სოფო ვეფხვაძე

ტელ.: 599 733 306

ელფოსტა: gedebate@gmail.com

ბანერები