ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და „ფორბსის“ სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ახალი ამბები

14 მაისს გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესგამოცემა „ფორბსის“ ბიზნესიდეების ერთობლივი სასტიპენდიო კონკურსის - aBItour - ფინალი. 

კონკურსში მონაწილეობდა 100-მდე აბიტურიენტი, ხოლო ნახევარფინალში 7 გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. 

აბიტურიენტებმა ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტები წარმოუდგინეს ჟიურის წევრებს. საბოლოოდ, გამოვლინდა სამი ფინალისტი. 

I ადგილი - ჯგუფი MCE (Make Communication Easy)

გუნდის მიერ შექმნილი MCE Box არის მოწყობილობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სმენადაქვეითებულთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა. მოწყობილობა სენსორების მეშვეობით აღიქვამს ჟესტური ენის საშუალებით შექმნილ მოძრაობებს და მათ ტექსტის სახით აგენერირებს.

გუნდის თითოეულმა წევრმა - თბილისის N150 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ჭარხალაშვილმა, სოფ. სარეკის (საჩხერე) საჯარო სკოლის მოსწავლემ, სოფიკო პეტრიაშვილმა და თბილისის N151 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო შავდიამ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი მოიპოვა. 

II ადგილი - ჯგუფი Follow Me

გუნდმა ინოვაციური ტურისტული პროექტი წარუდგინა ჟიურის წევრებს. 

გუნდის თითოეულმა წევრმა - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამუნა ფანჩულიძემ, თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძაძუამ და თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლის მოსწავლემ, თორნიკე ჯაჯანიძემ - 800 ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი მოიპოვა. სტიპენდია მათთვის დააწესა კომპანიამ Bitfury.

III ადგილი - ჯგუფი QR Guide

გუნდმა ინოვაციური ტურისტული პროექტი წარუდგინა ჟიურის წევრებს. 

ჯგუფის თითოეულმა წევრმა - თბილისის N150 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი გიგილაშვილმა, თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლემ, რუსუდან ღონღაძემ და თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლაშა ლეკიშვილმა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 650-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი მოიპოვა. 

კონკურსის ყველა ნახევარფინალისტი დაჯილდოვდა ილიაუნის 3-დღიანი საგზურით ყაზბეგის სასტუმროში, სადაც ისინი საინტერესო შემეცნებით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

ბანერები