ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელმა მორაგბეებმა ჩემპიონობა მოიპოვეს

ახალი ამბები

რვა უმაღლესი სასწავლებლის გუნდები მონაწილეობდნენ მორაგბეთა საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატში, რომელსაც ”შევარდენის” სტადიონმა უმასპინძლა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მორაგბეებმა (ზაზა იაკობიძე, შალვა შუბლაძე, გიორგი საგანელიძე, ნიკოლოზ ძნელაძე, გიორგი მაჭარაშვილი, ირაკლი ხვედელიანი, ვასილ ჯოხაძე, ერეკლე ფრიდონაშვილი, ილია მაცაბერიძე, საბა გორგოძე, ონისე მოგელაშვილი, მიხეილ მასხარაშვილი, ნოდარ გოგიტაური, გიორგი ხითარიშვილი, შავლეგ ტუჩაშვილი, დიტო ხვიჩია, გიორგი აფრასიძე, რევაზ ფარცვანია, დემეტრე ჭურღულია, დათო ჩაუჩიძე, გიორგი ჯოჯუა, ლაშა თუთბერიძე, ლევან ბარკავა, ნიკოლოზ ჩხაიძე, ლაშა ლაშხია, საბა აბულაშვილი, თორნიკე აფციაური, შალვა წიკლაური, ლევან ალანია, გიორგი წეველიძე) A ჯგუფში იასპარეზეს, სადაც პაექრობები წრიული სისტემით გაიმართა. ილიაუნელებმა თავართქილაძისა (36:13) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გუნდების (16:10) დამარცხების შემდეგ  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მორაგბეებთან  ქულა გაიყვეს (20:20) და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ; ნახევარფინალში საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩამოიშორეს გზიდან (20:14), გადამწყვეტ პაექრობაში სეუ-ს აჯობეს 21:16 და ჩემპიონობა მოიპოვეს.

ბანერები