ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელის ოქრო და ვერცხლი საქართველოს უნივერსიადაზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის უკვე მეორე კურსის სტუდენტი გოჩა სიჭინავა რამდენიმე წელიწადია, მკლავჭიდში ვარჯიშობს. 2015 წელს მან ახალგაზრდებში ევროპის პირველობაზე ცაციათი ვერცხლის მედალი მოიპოვა. იმავე წელს მსოფლიოს პირველობაზე კი მარჯვენა მკლავით ჩემპიონი გახდა. 2016  წელს ევროპის პირველობაზე ისევ მეორე იყო.

და აი, ახალი წარმატება: ჩვენი უნივერსიტეტის სახელით გოჩა სიჭინავამ საქართველოს 2017 წლის უნივერსიადაზე ორი მედალი დაიმსახურა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავით ყველას აჯობა. ფინალში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი იმედა ჭინჭარაული (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა, ცაციათი გადამწყვეტი პაექრობა კი იმავე ჭინჭარაულთან დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა.  

გოჩა სიჭინავა ახლა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელსაც 2 სექტემბრიდან უნგრეთი უმასპინძლებს. 

ბანერები