ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელი ფრენბურთელი გოგონები ნახევარფინალში გავიდნენ

ახალი ამბები

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით გრძელდება საქართველოს 2017 წლის სტუდენტური ჩემპიონატი ფრენბურთში. წარმატებით ასპარეზობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტსმენები.  ჯგუფური ტურნირის შემდეგ მათ მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. ილიაუნელმა გოგონებმა აქ  იოლად დაამარცხეს სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები (3:0) და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც სტუ-ის გუნდს შეხვდებიან.

ილიაუნის ვაჟ  ფრენბურთელთა ნაკრები 21 ივნისს მეოთხედფინალში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს გაუწევს  მეტოქეობას.

ბანერები