ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელებმა საქართველოს უნივერსიადის „ოქროები“ მოიპოვეს

ახალი ამბები

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გრძელდება საქართველოს 2017 წლის უნივერსიადა, რომლის პროგრამაშიც 12 სახეობა შედის. ამჯერად ასპარეზობა დაასრულეს მაგიდის ჩოგბურთელმა ვაჟებმა. წარმატებით ითამაშეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ერთეულებში ჩემპიონობა მოიპოვა გოგა ბაბუნაშვილმა, რომელიც უნივერსიტეტის წლევანდელი პირველობის გამარჯვებულია. მან წინასწარ ორთაბრძოლებში ზედიზედ სამ მეტოქეს სძლია: კადეტებში თბილისის მრავალგზის პრიზიორ კოკო ყაზახაშვილს (სტუ) – 3:2, გიორგი კუსიანსა (ალასანიას უნივერსიტეტი) – 3:1 და რატი ცხვიტავას (სეუ) – 3:0, გადამწყვეტ პაექრობაში კი სოლომონ ერგემლიძეს (სამედიცინო უნივერსიტეტი) აჯობა – 3:1 და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

წყვილთა პაექრობაში გოგა ბაბუნაშვილმა ილიაუნის შარშანდელ ჩემპიონ ლაშა ხელაძესთან (შარშან მან და გიორგი კოპლატაძემ მოიგეს საქართველოს უნივერსიადა) ერთად მოსინჯა ძალები. ჩვენმა დუეტმა ჯგუფში ორ მეტოქეს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, იქ კი სეუ-ს გუნდი ჩამოიშორა გზიდან. ილიაუნელებმა ფინალში სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაამარცხეს – 3:1 და პირველი ადგილი დაიკავეს. 

ბანერები