ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი პროექტ Social Impact Award 2020-ის გამარჯვებულია

ახალი ამბები

7 ოქტომბერს საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2020-ის ფინალი გაიმართა. ფინალურ ეტაპზე გადასული ათი გუნდიდან ჟიურიმ 4 გამარჯვებული დაასახელა, მათ შორის პროექტი Villige-200, რომლის ავტორია ლადო ხასაია  – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) სტუდენტი. 

Villige-200 არის პლატფორმა, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურეობას. 

პროექტის გამარჯვებულებს პარტნიორი ორგანიზაციებისგან სხვადასხვა პრიზი გადაეცათ, ამასთან ისინი მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში, რომელიც, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ გაიმართება. 

პროექტის შესახებ 

Social Impact Award, ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, 20 ქვეყანაში პარალელურად მიმდინარეობს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან ბიზნესგეგმის შედგენამდე.
პროგრამა მეორე წელია ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

ბანერები