ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი ოქსფორდის უნივერსიტეტის გრანტის მფლობელია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თამარ ცოფურაშვილის მიერ მომზადებულმა კვლევითმა პროექტმა „არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“ გაიმარჯვა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „მეცნიერებისა და რელიგიის ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ (''New Horizons for Science and Religion in Central and Eastern Europe'') და ჯონ ტემპლტონის ფონდმა ორი წლით (2020-2022) დააფინანსა. 

გამარჯვებულ პროექტში, რომელიც ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბაზაზე, ჩართულები არიან ილიაუნის დოქტორანტები ანა ლომაძე და ლუკა კუჭუხიძე. პროექტის კონსულტანტია ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მაია რაფავა. 

კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს არისტოტელეს ნაშრომზე ''Peri Hermeneias'' მე-18 საუკუნით დათარიღებული ორი ქართულენოვანი კომენტარის კრიტიკული გამოცემის მომზადებას და მათ ფილოსოფიურ შესწავლას არისტოტელეს ამავე ტექსტზე არსებულ ლათინურენოვან კომენტარებთან შედარების გზით ლათინი ავტორების მიერ დამუშავებული ფილოსოფიურ-თეოლოგიური თეორიების სავარაუდო გავლენების ნათელსაყოფად.

ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსი „მეცნიერებისა და რელიგიის ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ ემსახურებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 24 ქვეყნიდან საერთაშორისო სამეცნიერო ღირებულების კვლევების გამოვლენასა და სტიმულირებას. 

https://cee.ianramseycentre.info/about

ბანერები