ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გრაფიკული პოსტერების კონკურსი ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“

ახალი ამბები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს გრაფიკული პოსტერების კონკურსს სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, რომელსაც

  • სურს, მცირე წვლილი შეიტანოს 2020 წლის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში
  •  სურს, ხაზი გაუსვას ჩვენს მჭიდრო ურთიერთკავშირს ბუნებასთან
  • აქვს მინიმალური უნარები, შექმნას ორიგინალური გრაფიკული პოსტერი

კონკურსში მონაწილეობისათვის პოსტერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • იყოს ავტორის ორიგინალი ნამუშევარი
  • იყოს შესრულებული გრაფიკული დიზაინის ნებისმიერ პროგრამაში
  • ასახავდეს ადამიანების სიცოცხლის ბუნებაზე (ბიომრავალფეროვნებაზე)დამოკიდებულებას ან გარემოს ყველა კომპონენტის ურთიერთკავშირს

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თქვენ მიერ შექმნილი პოსტერები უნდა გამოგვიგზავნოთ არაუგვიანეს 21 მაისისა ელექტრონულად, PDF ფორმატში ელფოსტაზე: info@eiec.gov.ge.

კონკურსანტებისთვის 22 მაისს გაიმართება ვებინარი ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. 3 საუკეთესო პოსტერის ავტორი დასაჩუქრდება სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. პრიზები გადაცემათ საგანგებო სიტუაციის დასრულების შემდეგ .

კონკურსთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია მარიამ ხვედელიძე (ელფოსტა: mariami.khvedelidze@eiec.gov.ge; მობ: 555 566 047).

გისურვებთ წარმატებას!

პატივისცემით,
 
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მის.: მარშალ გელოვანის 6, თბილისი, 0159, საქართველო
ტელ.: (+995 322) 112023
ელფოსტა: info@eiec.gov.ge
ვებგვერდი: eiec.gov.ge

ბანერები