ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გრაფიკული დიზაინის პრაქტიკული კურსი უნილაბისგან

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას პროექტის ილიაუნი+ ფარგლებში მოიპოვოთ დაფინანსება უნივერსიტეტისგან და გაიაროთ კიბერლაბორატორია უნილაბის გრაფიკული დიზაინის პრაქტიკული კურსი.   


კურსის აღწერა

 სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning) პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით.  14 ლექციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იმუშავებთ რეალურ პროექტებზე. რეალურ პროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციებს ლექტორები გაგიწევენ.  

  • კურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი ხელმისაწვდომია ბმულზე:    https://bit.ly/35C5ton

ვინ მასწავლის?

მარიშა არაბული - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ციფრული მედიის სტუდენტი. 2019 წლიდან ადობეს სერთიფიცირებული წევრი. დიზაინერი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. ჯეოლაბისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორი, ფრილანსერი.


როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2020 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მოცემული სატესტო დავალება.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cutt.ly/tgQIGaV

ბანერები