ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

GameLab Iliauni-ში შექმნილი ინოვაციური Warlock VR თამაშის წარმატება

ახალი ამბები

GameLab Iliauni-ში შექმნილი პირველი ქართული VR ჟანრის ინოვაციური Warlock VR  თამაში თამაშების სფეროში მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული კონკურსის - Leap Motion 3D Jam 2.0 -გამარჯვებულია.

კონკურსში მთელი მსოფლიოდან 200 თამაში იყო წარდგენილი. მათგან საუკეთესო 11 შეირჩა, ხოლო ქართული Warlock VR საუკეთესო 11 თამაშს შორის მეორე ადგილზე გავიდა.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია.

Warlock VR-ის შესახებ

Warlock VR პირველი ქართული VR ჟანრის თამაშია, რომელშიც საშუალება გაქვთ, გახდეთ ჯადოქარი. იგი ჯერჯერობით 
ბეტარეჟიმშია, ანუ თამაშის დასრულებული ვერსია არ სებობს. ამ თამაშის შემქმნელია დეველოპერთა გუნდი - 
StormBringer Studios, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. 
თამაში დამზადდა GameLab Iliauni-ში, რომელიც საქართველოში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი გეიმლაბია.

ბანერები