ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გაცვლითი პროგრამები ლიტვაში

ღონისძიებები

ლიტვის აკადემიური გაცვლის მხარდაჭერის ფონდი აცხადებს აპლიკაციების მიღებას მოკლევადიან სტიპენდიებზე 2019/20 აკადემიური წლისათვის. 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ორი ტიპის მობილობა:

  • მოკლევადიანი (1 ან 2 სემესტრი) სასწავლო ვიზიტები ლიტვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

უნივერსიტეტების ჩამონათვალი და სასწავლო პროგრამების სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://studyin.lt/
ლიტვის პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხ. ბმულზე

  • მოკლევადიანი (1 ან 2 სემესტრი) ვიზიტები ლიტვის კვლევების მიმართულებით

ლიტვური ფილოლოგიის პროგრამების მოსაძიებლად გამოიყენეთ პლატფორმა AIKOS

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც

  1. მოპოვებული აქვთ ოფიციალური თანხმობა მიღების შესახებ შერჩეული ლიტვის უნივერსიტეტისგან;
  2. აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი ქართულ უნივერსიტეტში;
  3. ფლობენ მინ. B2 დონეს შერჩეული პროგრამის სასწავლო ენაში.

პროგრამა ფარავს სასწავლო ხარჯებს და უზრუნველყოფს სტუდენტს ყოველთვიური სტიპენდიით.

სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად კონკურსის პერიოდში უნდა წარადგინოთ ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება; მასპინძელი უნივერსიტეტიდან თანხმობის მიღების შემდეგ გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტი დასამოწმებლად გამოგვიგზავნოთ საგარეო ურთიერთობების სამსახურში შემდეგ მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge

გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტის მომზადებას სჭირდება 3-5 სამუშაო დღე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 7 აპრილი.

 

ბანერები