ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ფრედერიკ ბასტიას კვლევითი გრანტი

ახალი ამბები

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მერკატუსის ცენტრი (ვირჯინია, აშშ) აცხადებს მიღებას 1-წლიანი კვლევითი სასტიპენდიო პროგრამისათვის საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. 

პროგრამით სარგებლობა ეკონომიკის, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. პროგრამის მიზანია სტუდენტებისათვის ვირჯინიისა და ბლუმინგტონის პოლიტიკური ეკონომიკის ავსტრიული სკოლების გაცნობა.

სტიპენდიის ოდენობა 5,000 USD-მდეა და მოიცავს სამგზავრო და საცხოვრებელ ხარჯებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://asp.mercatus.org/content/bastiat-fellowship

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 მარტი. 

ბანერები