ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ფლორენციის ევროპული აკადემიის სტიპენდიები

ახალი ამბები

ფლორენციის ევროპული აკადემია წარმოადგენს საერთაშორისო სკოლას, რომელიც ორიენტირებულია იტალიურ კულტურასა და ხელოვნების ისეთ დარგებზე, როგორებიცაა მუსიკა, ოპერა, ხატვა, დიზაინი და სხვ.

იტალიური ხელოვნების, ენისა და კულტურის ფონდის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში აკადემია იწყებს განაცხადების მიღებას 2020 სასწავლო წლისათვის შემდეგი მიმართულებებით:

  • იტალიური ენა და კულტურა (დანტე ალიგიერის სტიპენდია);

  • ვოკალი და ოპერა (ჯაკომო პუჩინის სტიპენდია);

  • ფერწერა (ლეონარდო და ვინჩის სტიპენდია);

  • ცეკვა (მარია ტალიონის სტიპენდია).

თითოეული მიმართულებით ფონდი გამოყოფს 4 სტიპენდიას 2 000 ევროს ოდენობით. 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://aefirenze.it/en/aef-scholarships.html

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს მისამართზე: scholarships@aefirenze.it

ბანერები