ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ციფრული კომუნიკაციის პრაქტიკული კურსი კიბერლაბორატორია უნილაბისგან

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას პროექტის ილიაუნი+ ფარგლებში მოიპოვოთ დაფინანსება უნივერსიტეტისგან და გაიაროთ კიბერლაბორატორია უნილაბის ციფრული კომუნიკაციის პრაქტიკული კურსი.   


კურსის აღწერა

სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning) პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით.  14 ლექციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იმუშავებთ რეალურ პროექტებზე. რეალურ პროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციებს ლექტორები გაგიწევენ.  

  • კურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი ხელმისაწვდომია ბმულზე:  https://bit.ly/2HrMrcE

ვინ მასწავლის?

ლიკა მოშიაშვილი

მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტი. ილიას კიბერ ლაბორატორიის - უნილაბი მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი. ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სასწავლო ცენტრის - ჯეოლაბი მარკეტინგისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი. სადაზღვევო კომპანიის ალდაგი მარკეტინგის მენეჯერი. ინოვაციების ხელშემწყობი ფონდის თანადამფუძნებელი და Google-ის დეველოპერების ჯგუფის წევრი. საკომუნიკაციო საკონსულტაციო კომპანია – Owl Group-ისა და ტურისტული სტარტაპის - Travel Guide App-ის თანადამფუძნებელი.

2015 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სასწავლებელში. ონლაინ კომუნიკაციებში უტარებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს, როგორც კერძო კომპანიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს. მათთან ერთად შექმნილი აქვს მრავალი ბრენდის სტრატეგია და სარეკლამო კამპანია.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ჟურნალისტად ქართულ და უცხოურ მედია საშუალებებში.

გიორგი ბაციაშვილი

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და დეველოპერი. ციფრული მარკეტინგის კომპანიაში – Owl Group ციფრული რეკლამის მიმართულების ხელმძღვანელი. ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სასწავლო ცენტრის ჯეოლაბი, ციფრული რეკლამის სტაჟირების მიმართულების მენეჯერი.

გიორგი ბაციაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალვრი. 2 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგისა და დეველოპმენტის სფეროში. გავლილი აქვს სხვადსხვა პროფესიული კურსები შემდეგი მიმართულებებში. მარკეტიგნი,დეველოპმენტი,UX/IU დიზაინი.

დავით ხითარიშვილი

ციფრული სარეკლამო სააგენტო Owl Group-ის ქოფირაითერი. 2018 წლიდან ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორია ჯეოლაბში მუშაობს ციფრული მარკეტერის პოზიციაზე.

მუშაობდა კრეატიულ სააგენტო Holmes&Watson-ში Account Manager-ად. სხვადასხვა დროს უმუშავია არაერთ სტარტაპ კომპანიაზე, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.


როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2020 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მოცემული სატესტო დავალება.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cutt.ly/8gQTTdf 

 

ბანერები