ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბრისტოლის უნივერსიტეტის ონლაინვორკშოპი ილიაუნის ლექტორებისთვის

ახალი ამბები

12 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტის ორგანიზებით ილიაუნის მეწარმეობის ლექტორებისთვის ონლაინვორკშოპი გაიმართა.

ვორკშოპის პირველი ციკლი მიზნად ისახავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა შესაძლო სასწავლო პროგრამის გადამუშავებას და მეწარმეობის სასწავლო კომპონენტების ჩართვას.

ამასთან ინტენსიური ვორკშოპის ფარგლებში წარიმართა აქტიური მუშაობა სასწავლო პროგრამების კურიკულუმების გადამუშავების დაგეგმვაზე.

ვორკშოპს უძღვებოდნენ ბრისტოლის უნივერსიტეტის ლექტორი ლორენ დევისი და ამავე უნივერსიტეტის უფროსი კონკულტანტი მეწარმეობის დარგში მეირი ტრელფოლი.

ვორკშოპი გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ბანერები