ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

All Star-ი ფრენბურთში ილიაუნის ჩემპიონია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ ფრენბურთელ ვაჟთა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატში რვა გუნდი მონაწილეობდა. ორგანიზატორებმა ისინი ორ ჯგუფში გადაანაწილეს, სადაც შეხვედრები წრიული სისტემით გაიმართა:

A ჯგუფი. „სვანები“ 2:0 „სევენეითი“, „Energy“ 0:2 „როქი“, „Energy“ 0:2 „სვანები“, „როქი“ 2:0 „სევენეითი“, „სევენეითი“ 1:2 „Energy“, „სვანები“ 2:1 „როქი“.

„სვანები“ – 8, „როქი“ - 7, „Energy“ – 2, „სევენეითი“ – 1 ქულა.

B ჯგუფი. „შავი მარგალიტი“ 0:2 „მარნეული“, „All Star“ 2:0 „Error 404“, „All Star“ 2:0 „შავი მარგალიტი“, „მარნეული“ 2:0 „Error 404“, „შავი მარგალიტი“T/W „Error 404“, „მარნეული“ 0:2 „All Star“.

„All Star“ – 9, „მარნეული“ – 6, „შავი მარგალიტი“ – 3, „Error 404“ – 0 ქულა.

ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავიდა. განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა „All Star“-ისა“ და „როქის“ შეხვედრა. „All Star“-მა 2:1 გაიმარჯვა, შარშან, შემოდგომაზე, გადამწყვეტ შეხვედრაში მარცხისთვის რევანში აიღო და ფინალში გავიდა, სადაც „მარნეულის“ მძლეველ (2:0) „სვანებს“ დაუპირისპირდა. ეს შეხვედრაც „All Star“-მა მოიგო 2:0 და ილიაუნის ჩემპიონობა მოიპოვა, მეორე ადგილზე „სვანები“ გავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში „მარნეულმა“ შარშანდელ ჩემპიონ „როქს“ 2:1 აჯობა.

  • შეჯიბრება დაძაბული იყო, – გვითხრა გამარჯვებულთა კაპიტანმა ვაჟა არჩუაშვილმა. – ჩემპიონობამ გაგვახარა, განსაკუთრებით კი იმან, რომ „როქთან“ რევანში ავიღეთ. დიდი მადლობა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს, რომელიც ასეთ საინტერესო ღონისძიებებს მართავს და ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი. პირველკურსელი ვარ და შარშან რას წარმოვიდგენდი, თუ ილიაუნის სტუდენტურ ნაკრებში აღმოვჩნდებოდი. ჩვენი გუნდი ამჟამად საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატში მონაწილეობს და ვეცდებით, იქაც ოქროს მედლებისთვის ვიბრძოლოთ, მით უმეტეს, შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატმა დაგვარწმუნა, რომ კარგი რეზერვი გვყავს.
ბანერები