ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

2021-2022 აკადემიური წლის ფულბრაიტის კვლევითი სასტიპენდიო პროგრამა

ახალი ამბები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს ქართველი მკვლევრებისათვის ფულბრაიტის ყოველწლიური სტიპენდიის (2021-2022) მოსაპოვებლად.

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია უმცროსი და უფროსი მკვლევრებისათვის, უნივერსიტეტის ლექტორებისა და საქართველოს აკადემიური ინსტიტუტების ექსპერტებისთვის; ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, ჩაატაროს პოსტსადოქტორო კვლევა, ლექცია ან კომბინირებულად განახორციელოს კვლევითი და სწავლების კომპონენტები აშშ-ში 3-დან 6-თვემდე პერიოდის განმავლობაში.

კანდიდატების შერჩევა ხდება ღია კონკურსის საფუძველზე აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ.

სავალდებულოა, რომ კანდიდატი ამჟამად აფილირებული იყოს საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან ან/და კვლევით ინსტიტუტთან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • აპლიკანტი უნდა ფლობდეს დოქტორის ან ევროპის/აშშ-ის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს;
  • აპლიკანტს უნდა ფლობდეს ინგლისური ენის ვერბალურ და წერით უნარებს;
  • აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს J-1 ვიზის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს, რომ საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ კანდიდატს ექნება საქართველოში დაბრუნებისა და 2-წლიანი ცხოვრების ვალდებულება;
  • აპლიკანტმა უნდა გაიაროს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ნოემბერი (18:00 საათი საქართველოს დროით).

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

ბანერები