ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შესყიდვების სამსახური

შესყიდვების სამსახური

შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შესყიდვების პროცედურების წარმართვა;
  • დაფინანსების წყაროების მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
  • შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის მეთოდის შერჩევა;
  • სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
  • გამარტივებული შესყიდვის პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • ელექტრონული და გამარტივებული ტენდერების შედეგად დადებული ხელშეკრულებების, ასევე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარება, სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, საკასო და, კონკრეტულ შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა სახის დოკუმენტების ატვირთვა (წერილი, დასკვნა და სხვა)) ატვირთვა CMR მოდულში;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, მომწოდებლების შერჩევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
  • ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ყველა სახის ღონისძიების გატარება;
  • მიმწოდებლებთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების მართვასთან დაკავშირებული ზედამხედველობის განხორციელება შესყიდვების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობა სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და ყოველ კონკრეტულ შესყიდვის პროცედურაში უნივერსიტეტის ინტერესების დაცვა;
  • სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავებთან მიმართებაში, დავების განხილვის საბჭოში უნივერსიტეტის ინტერესების დაცვა;  
  • სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების სრულყოფისა და უკეთ წარმართვის მიზნით, შესაბამის სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

☏ (+995 32) 222 00 09 (111)
✉ purchase@iliauni.edu.ge

ბანერები