ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ფონდების კვლევითი სტიპენდიები

ფონდი ღია საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოების ფონდების სასტიპენდიო პროგრამის (CSSA) ფარგლებში აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის კვლევითი გრანტის მოსაპოვებლად.

კვლევითი გრანტი გაიცემა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, 3-დან 10 თვემდე პერიოდით და გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 15,000 USD.

კანდიდატებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2020 წლის 22 ივლისამდე.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ თანდართულ გზამკვლევში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები