ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევებში

ახალი ამბები

Erasmus Mundus საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევების – ფარგლებში გამოცხადებულია მიღება 2020-2022 სასწავლო წლებისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ისწავლონ სამ ან ოთხ საერთაშორისო უნივერსიტეტში და მოიპოვონ სამი დამოუკიდებელი მაგისტრის ხარისხი.

ამ პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა სრული პარტნიორის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ პროგრამის კურსდამთავრებულები ევროპული უნივერსიტეტების დიპლომებთან ერთად მიიღებენ აკადემიურ ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგანაც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა კონსორციუმში შედიან: გლაზგოს უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი), იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი), კიევ-მოჰილას აკადემია (უკრაინა), ლობაჩევსკის ნიჟნი ნოვგოროგის უნივერსიტეტი (რუსეთი) და კიმეპი (ყაზახეთი).

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: http://ceeres-erasmusmundus.eu/

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 იანვარი.

 

ბანერები