ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რეგისტრაცია პროექტისათვის „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“რეგისტრაცია პროექტისათვის „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“

ახალი ამბები

საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps-ის ინიცირებით მიმდინარეობს რეგისტრაცია პროექტში „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად. პროექტი ხორციელდება ინიციატივის „ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის“ (EU4Youth) ფარგლებში.

პროექტი განკუთვნილია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ან საქმიანობენ კახეთის, ქვემო ქართლის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და აქვთ სოციალური საწარმოს ბიზნესიდეა. 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 31 ივლისამდე უნდა გაიარონრეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/c34VQkA4Nymok6FMA.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბროშურაში. 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები