ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

POLUS ახალგაზრდთა ლიდერთა ბანაკი

ახალი ამბები

საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით საგარეო პოლიტიკის საბჭო აცხადებს ესეების კონკურსს – POLUS Essay Competition 2020.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18-დან 30 წლამდე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ POLUS Essay Competition 2020 თემატურად მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, ისტორიასა და ლიტერატურას, განსაკუთრებით მისასალმებელია აღნიშნული დარგებით დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევართა მონაწილეობა. 

საკონკურსო კომისია ესეებს მიიღებს შემდეგ თემებზე:

  • პოლონეთის III რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით: მიზნები, მიღწევები და გამოწვევები;
  • პოლონეთის II რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით 1918-1921 წლებში;
  • პოლონური ლიტერატურის როლი პოლონური ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საქმეში 1795-1831 წლებში;
  • პოლონურ-ბოლშევიკური ომი 1919-1920: პოლონეთის სამხედრო გამარჯვების სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისათვის.

ესე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2000 სიტყვისგან და არ უნდა აღემატებოდეს 2500-ს.

ნაშრომების მიღება წარმოებს მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: foreignpolicycouncil@aol.com.

გთხოვთ, შეტყობინების სათაურში მიუთითოთ POLUS Essay Competition 2020.

საკონკურსო კომისია გამოავლენს 3 გამარჯვებულს:

  • I ადგილი: 1000 ლარი
  • II ადგილი: 500 ლარი
  • III ადგილი: 300 ლარი

ინფორმაცია კონკურსის ტექნიკური მოთხოვნებისა და სხვა დეტალების შესახებ იხილეთ: https://foreignpolicycouncil.com/2020/09/01/polus-essay-competition-2020/

 

ბანერები