ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

იულიხის კვლევითი ცენტრის სალექციო კურსი – QUALI-START-UP (2)

კონკურსები

2019 წლის 8-15 სექტემბერს საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიაში გამართავს საშემოდგომო ლექციების კურსს სახელწოდებით: QUALI-Start-Up (2).

სალექციო კურსები პროექტის „შემოდგომის ლექციები თბილისში“ (2013, 2015) გაგრძელებაა. ლექციების თემატიკა მოიცავს:

  • ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა)
  • ქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი)
  • სიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებს კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებიდან (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

  • რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი პროფესორისგან/მასწავლებლისგან/სამეცნიერო ხელმძღვანელისგან.

ინგლისური ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა.

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 აპრილი.

სრულყოფილი აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
foreign-relations@iliauni.edu.ge

მონაწილეები შეირჩევიან ორ ეტაპად. საბუთების განხილვის შემდეგ შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან ქართული უნივერსიტეტებისა და იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან. საბოლოო შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ გასაუბრებიდან მალევე.

პირველადი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურს:
✉ foreign-relations@iliauni.edu.ge

ბანერები